”რედ ბულის” პილოტებს საკვალიფიკაციო რბოლებში ბადალი კვლავ არ ჰყავთ - გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ავსტრიული გუნდის გერმანელმა პილოტმა, სებასტიან ფეტელმა მოიგო, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს, სულ 0,002 წამით აჯობა.
”ფერარის” რეალური შანსი ჰქონდა, 2008 წლის შემდეგ, პირველად მოეპოვებინა პოულ-პოზიცია, მაგრამ ფეტელმა იტალიურ გუნდს ეს სიხარული არ მიანიჭა. თავად კი მეექვსედ დაიწყებს რბოლას მოწინავე პოზიციიდან. ცნობისათვის, ამ სეზონში ჩატარებულ 11 საკვალიფიკაციო რბოლაში, ”რედ ბულის” პილოტებს 10 პოული აქვთ მოპოვებული.
”ძალიან მაინტერესებს, წამის ორი მეათასედი რა მანძილის ტოლფასია. ისე კი, ეს თითქმის არაფერია. მთავარი ბრძოლა ხვალ გვექნება და ვფიქრობ, წითელი მანქანების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ალონსოს შედეგი საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წამებზე გააუმჯობესა და ზედიზედ მე-3 პოული მოიპოვა.
მე-3 შედეგი ”ფერარისავე” ბრაზილიელ პილოტს, ფელიპე მასას აქვს, მეოთხეზე კი ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი, მარკ უებერია, რომელმაც რბოლის ბოლო, მისთვის საუკეთესო წრის გავლისას, მცირე შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში უებერს 3 ეტაპი აქვს მოგებული.
გერმანიის დიდ პრიზს მე-3 სასტარტო რიგიდან დაიწყებენ ”მაკლარენის” ბრიტანელი პილოტები - მსოფლიოს ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი. ბატონმა მე-5 საუკეთესო დრო დააფიქსირა და ამ ჩინური ეტაპის შემდეგ, პირველად მოუგო თანაგუნდელს კვალიფიკაცია.
მართალია, პოული ცხვირწინ ააცალეს, მაგრამ ალონსო მე-2 ადგილითაც კმაყოფილი დარჩა. ეს გასაგებია - გერმანიაში მან დაამტკიცა, რომ ჯერაც შესწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლის უნარი და ამის იმედს მას ის პროგრესი აძლევს, რაც ”ფერარის” აშკარად ეტყობა.
”საწუწუნო არაფერი გვაქვს. როგორც იქნა, კვალიფიკაციაშიც შევძელით თავის გამოჩენა. პოული ხელიდან გავუშვით, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. ქულებს კვირას დავითვლით და არა შაბათს”, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ვინც ბრიტანული ეტაპის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ სეზონშივე აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
კვალიფიკაცია პირველ ფაზაში 8 წუთით, მას შემდეგ შეჩერდა, რაც პიტლეინის კედელს დაეჯახა ”ფორს ინდიას” იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი. პილოტი ავარიას უვნებელი გადაურჩა და ის რბოლას ბოლოსწინა რიგიდან დაიწყებს.გერმანიის დიდი პრიზი
გერმანიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები
| 1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) |
1:13.791 |
| 2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:13.793 |
| 3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) |
1:14.290 |
| 4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) |
1:14.347 |
| 5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) |
1:14.427 |
| 6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) |
1:14.566 |
|
7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) |
1:15.079 |
| 8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) |
1:15.109 |
| 9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) |
1:15.179 |
| 10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) |
1:15.339 |
| 11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:15.026 |
| 12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:15.084 |
| 13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) |
1:15.307 |
| 14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) |
1:15.467 |
| 15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:15.550 |
| 16. ხაიმე აკგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:15.588 |
| 17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:15.974 |
| 18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) |
1:17.583 |
| 19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) |
1:18.300 |
| 20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:18.343 |
| 21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:18.592 |
| 22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) |
1:18.952 |
| 23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) |
1:19.844 |
| 24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | დროის გარეშე |