ავტოსპორტი

3:25 | 24.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი მეორე ტიტულისთვის ემზადება

სებასტიან ფეტელი ისევ ყველაზე სწრაფია - ღამის ტრასაზეც კი უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე დღისით, პირველი სესიის უსწრაფესმა ლუის ჰამილტონმა. თუმცა, დღისით თავადაც ხომ უფრო ნელი იყო... მოკლედ, თავისუფალ სესიებზე ჩემპიონმა დაგვანახა, რომ თავისუფლად შეუძლია, სინგაპურში, ამ სეზონის მეცხრე გამარჯვება მოიპოვოს და მეორე ტიტულიც იქვე გაინაღდოს, რითაც, ფორმულა ერთის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი გახდება.

”ვფიქრობ, ჩვენი მანქანა აქაც ძალიან კარგად მუშაობს და ის კვარცხლბეკზე ასვლაში დამეხმარება. ასე რომ, სანერვიულო არაფერი მაქვს”, - თავს იკატუნებს ფეტელი, რომელმაც ორის სესიის ჯამში, მეორე უსწრაფეს ფერნანდო ალონსოს 0.201 წამით აჯობა.

ალონსომ ტიტულზე ხელი უკვე კარგა ხანია, ჩაიქნია, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ აპირებს და ამბობს, ყველა ეტაპზე ჩემი ერთადერთი მიზანი გამარჯვება იქნებაო. პრაქტიკების შედეგები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სინგაპურში ჩატარებული წინა სამი რბოლიდან, ორი სწორედ ალონსომ მოიგო. მართალია, ერთ შემთხვევაში, გამარჯვებაში ხელი არასპორტული საქციელით თანაგუნდელმა ნელსინიუ პიკემ და ”რენომ” შეუწყვეს, მაგრამ სავარაუდოდ, იმ რბოლას ალონსო მაინც მოიგებდა...

მეორე მრბოლი, ვისაც სინგაპურში ღამის რბოლა აქვს მოგებული, ჰამილტონია, ვინც მეორე სესიაზე მხოლოდ მესამე საუკეთესო შედეგს დასჯერდა. ნარბოლევს კი განაცხადა, ”რედ ბულის” დაწევა შეუძლებელი ჩანსო.

სხვათა შორის, პირველი სესია ორჯერ შეწყდა. ჯერ ჰეიკი კოვალაინენის ”ლოტუსს” მუხრუჭებზე ცეცხლი გაუჩნდა. მერე კი მე-7 მოსახვევში კერბების ამოღება გახდა საჭირო. უნდა ითქვას, რომ მე-2 და მე-14 მოსახვევებში ჩალაგებული კერბების გამო, პირველი სესიის დაწყება დაგვიანდა. ორივე პრაქტიკის შემდეგ კი გადაწყდა, რომ კვალიფიკაციამდე ისინი შეკეთდება.

აღსანიშნავია, რომ ”რენომ” კვლავ ვერ შეძლო მანქანის რამდენიმე ახალი ელემენტის გამოყენება. არადა, მისი ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ სინგაპურში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევდა...

 

სინგაპურის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:48.599

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:49.005

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:50.066

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:50.596

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.952

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:52.043

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:52.251

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:52.416

9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:52.435

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:52.815

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:52.991

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:53.050

13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:53.399

14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:53.703

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:53.749

16. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:53.765

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:53.785

18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:54.736

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:54.821

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:56.198

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:57.798

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:58.792

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)              1:59.169

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:59.214

 

მეორე სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:46.374

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:46.575

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:47.115

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:47.120

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:47.265

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:48.418

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:48.866

8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:49.578

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:49.730

10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:49.751

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:49.792

12. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:50.241

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:50.345

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:50.399

15. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:50.790

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:50.897

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:50.937

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:51.950

19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:52.257

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:52.489

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:53.579

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:54.649

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)             1:54.754

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:55.198

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089116