ფეხბურთი

11:48 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდუს პორტუგალიის ვარიანტი ჩაუვარდა

ფიფამ, “პორტუს” 26 წლის საყრდენ ნახევარმცველ ფერნანდუს პორტუგალიის ეროვნული ნაკრების სახელით თამაშის უფლება არ მისცა. 2007 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფეხბურთელმა ბრაზილიის სახელით ითამაშა და სწორედ ეს გახდა უარის მიზეზი. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფერნანდუ პორტუგალიის მოქალაქე 2013 წლის დეკემბერში გახდა, რაც ნაკრების გამოსაცვლელად საკმარისი დრო არაა.

მიმდინარე სეზონში ფერნანდუმ პორტუგალიის ჩემპიონატში 24 თამაში ჩაატარა და შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია. 

0.114635