საბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ფერნანდუ სანტუშის აზრით, საკუთარ მოედანზე რუმინეთის ნაკრების დამარცხების (3:1) მიუხედავად, დაპირისპირების ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა.
“ცივი გონება უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი სამშაბათს გადაწყდება. ამ გამარჯვების შემდეგ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ საქმე ჯერ სანახევროდაა გაკეთებული. ჩემმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იშრომეს და შექმნილი საგოლე მომენტები გამოიყენეს. იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩშიც იგივეს გავაკეთებთ. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენზე ფსიქოლოგიური წნეხი შემცირდება და ეს მომდევნო დაპირისპირებისთვის სათანადოდ მომზადების საშუალებას მოგვცემს” – იუწყება სანტუშის სიტყვებს - AP.