ფეხბურთი

16:26 | 16.09.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ფერნანდო ტორესი: "ეტო’ო ჩემი მტერი არაა"

 

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი ფიქრობს, რომ კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

შაბათს, ლივერპულში "ევერტონის" წინააღმდეგ წაგებულ მატჩში (1:0), ძირითად შემადგენლობაში თამაში ტორესის ნაცვლად ეტო’ომ დაიწყო.

"კლუბში უკვე დიდი კონკურენციაა ბას, სამუელსა და ჩემ შორის, თუმცა ჩვენ მტრები კი არა მეგობრები ვართ. თანაგუნდელები გახლავართ და ერთი მიზანი გვაქვს: ძირითადში ადგილი დავიკავოთ. ვფიქრობ, ასეთი კონკურენცია გუნდს წაადგება" _ განუცხადა თჰე თელეგრაპჰ-ს ესპანელმა და იქვე დასძინა: "ეტო’ო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, ვინც კი მინახავს. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია, როგორც ესპანეთში, ასევე მისი "ინტერში" ყოფნის დროს".

შეგახსენებთ, რომ ეტო’ო ამ ზაფხულს "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ტორესი კი ლონდონურმა კლუბმა "ლივერპულისგან" 50 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

 

გიორგი ბალახაძე

 


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:26 | 20.06.2015
BEERTRANCE (97819)

აშკარად წარუმატებლად უნდა შეფასდეს ჩვენთვის ეგ ტურნირი

21:57 | 20.06.2015
ambako (2432)

მგონი მეორე რაუნდში მოუთავა საქმე

20:07 | 20.06.2015
ambako (2432)

მგონი მეორე რაუნდში მოუთავა საქმე

20:05 | 20.06.2015
ambako (2432)

მოუგია აბაშიძეს
Round of 16Georgia Abashidze Gela 3 - 0
WP R2 2:01
Sipal Onder Turkey Results

19:08 | 20.06.2015
ogafa (10211)

ცუდია

19:03 | 20.06.2015
tariko (164)

ცნობილაძემ ერთხელ დაუშვა შეცდომა და გამოაგდეს, ჯამლეთ ხუხაშვილი მთელი ცხოვრება შეცდომებს უშვებს, პენსიონერიცაა და ვეტერანი კომენტატორიც, მაგრამ ტელევიზიას არ ეშვება. თავისით თუ არ მიდის გაცილება მაინც მოუწყონ, იქნებ გადაავიწყდეს და მაყურებლებიც დაასვენოს.

17:43 | 20.06.2015
Erovnuli-Nakrebi (11812)

ცოცხალი დაბრუნდით და მედლის დდშ

0.065564