ჩოგბურთი

21:02 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო გონსალესი ჩილეში გამოსათხოვარ მატჩს გამართავს

ჩილელი ჩოგბურთის ლეგენდა ფერნანდო გონსალესი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიადის ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, 2013 წლის 13 აპრილს გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს, მისი მოწინააღმდეგე კი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ესპანელი ხუან კარლოს ფერერო იქნება - იტყობინება ESPN.

ზემოთ ნახსენები შეხვედრა ჩილეს ქალაქ პუენტე-ალტოში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფერნანდომ კარიერა 2012 წელს დაასრულა. მან ბოლო მატჩი მაიამის მასტერსზე გამართა, დათმო რა დრამატული შეხვედრა ფრანგ ნიკოლ მაიუსთან - 5:7, 6:4, 6:7 (3).

 

0.116562