ფეხბურთი

18:23 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდინიოს “ბარსელონასთან” თამაშის შანსი გაუჩნდა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, ფერნანდინიოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის შანსი გაუჩნდა. ამ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი “ჩელსისთან” გამართული თამაშის (0:1) წინ დაიზიანა. თავდაპირველი ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველს ერთი თვით უქმობა ემუქრებოდა, რაც “ბარსელონასთან” გასამართი პირველი თამაშის გამოტოვებას ნიშნავდა. თუმცა, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ექიმებმა ფეხბურთელის 14 დღეში გამოჯანმრთელება დაგეგმეს. თუ მედიკოსებმა საწადელს მიაღწიეს, ფერნანდინიო 18 თებერვალს, “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს შესძლებს.

ფერნანდინიო მანუელ პელეგრინის გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში, მან უკვე 30 თამაშის ჩატარება მოასწრო.

1.335451