ფეხბურთი

21:38 | 4.03.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ფერნანდინიო კარიერის “სიტიში” დასრულებას არ გამორიცხავს

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო კარიერის ინგლისურ გუნდში დასრულებას არ გამორიცხავს.

“მანჩესტერში ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. თუმცა, სირთულეებს წავაწყდი. თავდაპირველად, ხალხი არცთუ კარგად მიყურებდა, რადგან ჩემმა წინამორბედმა ბრაზილიელებმა თავი საუკეთესო მხრივ ვერ წარმოაჩინეს. გარდა ამისა, აქ, უკრაინულ ფეხბურთზე არცთუ დიდი წარმოდგენა აქვთ.

დროთა განმავლობაში დავამტკიცე, რომ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშს ვიმსახურებ. ახლა, ნაკრების დროა. მინდა სკოლარი დავარწმუნო, რომ საჭირო ფეხბურთელი ვარ.

შესაძლოა, კარიერა “მანჩესტერ სიტიში” დავასრულო. თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ჩემი კონტრაქტი კიდევ 4 წლის განმავლობაშია მოქმედი და ასეთი შორსმიმაველი გეგმები ჯერ არ მაქვს.” – ციტირებს 28 წლის ფეხბურთელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:26 | 14.11.2017
ogafa (10220)

მსაჯმა მიქარა

19:06 | 10.11.2017
O. Mertskhali (8101)

მაფია უკვდავი თუა არ ვიცი, მარა ცოცხალი ნამდვილადაა

18:10 | 10.11.2017
drogba-11 (13246)

sasacilo isaa rom aratu xelze moxvda mxaric ki ar yopila da irlandias kide aket ar misces penalti shveicarieli ert epizodshi 2-jer sheexo xelit burts

15:29 | 10.11.2017
Germany12 (49)

ასეთი პენალტის დადება არ შეიძლება. არანაირად არ იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066806