ფეხბურთი

23:05 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერი ქპრ-ში გადავიდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ლეროი ფერმა, ჩემპიონშიფში გავარდნილი “ნორვიჩი” დატოვა და “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ქპრ-ს ოფიციალურმა ვებვერდმა დაადასტურა.

ფერმა ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო. ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი გირვანქაა.
ნახევარმცველი “ნორვიჩში” გასულ ზაფხულს გადავიდა “ტვენტედან” და პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.



ირაკლი ალიმბარაშვილი

0.115331