“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონთან თანამშრომლობის თაობაზე ოფიციალური განცხადების გასავრცელებლად ემზადება. შეგახსენებთ, ამ დღეებში ევროპულმა სპორტულმა გამოცემებმა მკითხველს აუწყეს, რომ 71 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი მანჩესტერში 26-წლიანი წარმატებული მუშაობის თავზე წასვლაზე ალაპარაკდა.
ბრიტანული პრესის ცნობით, კლუბი განცხადებას დღეს გააკეთებს.