თამაშგარე

17:48 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი ღვინის კოლექციიას შეელია

ახლახან ჰონკონგში გაიმართა აუქციონი, რომელზეც ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელისა და ლეგენდარული მწვრთნელის - სერ ალექს ფერგიუსონის კუთვნილი ღვინოების კოლექცია გაიყიდა. გაყიდვებიდან შემოსულმა თანხამ 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

კოლექციის ყველა ბოთლი როდი გაიყიდა, ყოველი მეათე კვლავ ძველ მფლობელს დაუბრუნდა.. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ელიტური ღვინოების შეგროვება 1990-იანი წლებიდან დაიწყო და ძირითადად ღომანეე-ჩონტი-ის შეძენით იყო დაინტერესებული.

აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული ღომანეე-ჩონტი აღმოჩნდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ 1997 წლის ღვინო დასახელდა, რომელიც 156 ათას დოლარად გაიყიდა.

0.150548