ფეხბურთი

21:02 | 4.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ფერგიუსონი გოლებს გვპირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, გოლის გატანას ორივე გუნდი მოახერხებს.

“ხვალ, გოლებს იხილავთ. ვფიქრობ, გატანას ორივე გუნდი შესძლებს. ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მეტოქეზე მეტი გავიტანოთ.

წინ გრანდიოზული მოვლენა გველის. ღია ვარჯიშს არაერთი ჟურნალისტი და ფოტორგრაფი დაესწრო. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თამაში ორივე გუნდისთვის.

ჩემპიონთა ლიგის მთელი მშვენება ისაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირების საშუალება გეძლევა. ხვალ, ერთ-ერთი ასეთი თამაში გაიმართება.

ორივე გუნდი კარგ ფორმაშია. “რეალმა”, “ბარსელონას” წინააღმდეგ, ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მადრიდელებმა მოახერხეს მობილიზება მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Sky Sports-ი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:34 | 20.08.2013
mismine (1900)

სულ მაინტერესებს ხოლმე სად ნახულობენ ესეთ ფეხბურთელებს

11:24 | 20.08.2013
kencho10 (128)

დინამოშიაო ცალი ფეხით D

11:23 | 20.08.2013
ბუკუკი (261)

არადა ერთ დროს გვატყუებდნენ დინამომ უნდა დაიმატოსო :X

0.070128