ჩოგბურთი

15:48 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერგანაში ქართველთა გარეშე

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უზბეკეთის ქალაქ ფერგანაში მიმდინარე 50-ათასიან ჩელენჯერს გამოეთიშა.

ტურნირის მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილი ბასილაშვილი კოლუმბიელ ნიკოლას ბარიენტოსს დაუპირისპირდა და თამაშში, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, 6:7 (9:11), 4:6 წააგო.

ცნობისთვის, ნიკოლოზს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 210-ე ადგილი უკავია, მისი მეტოქე კი 357-ე ჩოგანი გახლდათ.

ფერგანაშივე მიმდინარე ქალთა 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-7 ნომრად განთესილ უზბეკ საბინა შარიპოვას გაეჯიბრა და 3:6, 3:6 დამარცხდა.

0.117088