კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერმა დავიდ ფერერმა სენსაციური მარცხი იწვნია რუს დმიტრი ტურსუნოვთან - 5:7, 6:3, 1:6.
მატჩი 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში დმიტრიმ 5 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, დავიდმა კი, თავის მხრივ, მხოლოდ 1 ორმაგით "გამოირჩა".
ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი ურთიერთშეხვედრათა გახლდათ.
გათამაშების მესამე წრეში ტურსუნოვი ბრაზილიელ ტომას ბელუჩის დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას კიდევ ერთი ესპანელი - პაბლო კარენო-ბუსტუ გამოთიშა - 6:7, 6:3, 7:5.