ჩოგბურთი

11:04 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი მერვედფინალშია

 მსოფლიო კლასიფიკაციის მესამე ნომერი დავიდ ფერერი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში ფრანგი ჟერემი შარდის 6:2, 7:6 (7:5), 6:2 დამარცხებით გავიდა. 31 წლის ფერერი მეოთხედფინალში გასასვლელად გერმანელ ფლორიან მაიერს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ასევე 3 სეტით სძლია პოლონელ ეჟი იანოვიჩს (20).

ფერერი შარდის საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეექვსედ შეხვდა და მეხუთედ მოახერხა ფრანგის წინააღმდეგობის დაძლევა. 2 საათისა და 12 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში დავიდმა 5 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა.

“შარდისთან შეხვედრისას გადამწყვეტი მეორე სეტი გამოდგა. მეტოქის სეტბოლების დროს ვიმარჯვე და მესამე პარტიაში დამაჯერებლად ვითამაშე. ფიზიკური ასპექტით კარგად ვარ მზად, მაგრამ მაინც კარგია, მატჩი 3 სეტით რომ მოვიგე”, - განაცხადა ფერერმა მერვედფინალში გასვლისთანავე.

შეგახსენებთ, შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე ფერერი ნახევარფინალში გავიდა და მომავალ ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. დავიდმა წლის პირველ სადიდსლემო შეჯიბრების ნახევარფინალში 2011-შიც იასპარეზა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება ენდი მარეისთან დამარცხების გამო ვერ მოიპოვა.

0.115034