ჩოგბურთი

10:50 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი მეოთხედფინალშია

 მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი დავიდ ფერერი ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი გერმანელი ფლორიან მაიერის ოთხსეტიანი მატჩით დამარცხების შემდეგ გავიდა – 6:7, 7:5, 6:2, 6:1. დღეს 31 წლის დავიდი მერვედ შეხვდა კლასიფიკაციის 37-ე ადგილზე მყოფ მაიერს და მეხუთედ მოახერხა მისი ძლევა.

პირველი სეტი 30 წლის მაიერმა ტაიბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში კვლავ დაძაბული ორთაბრძოლა მიმდინარეობდა, მესამე-მეოთხე სეტებში კი ფერერი აშკარად დომინირებდა და საქმე მოგებამდე მიიყვანა. შეხვედრა 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. დავიდის ანგარიშზე 3 ეისია, მის სამეოთხედფინალე ოპონენტს კი ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონის დაპირისპირება გამოავლენს.

შეგახსენებთ, 2011 და 2013 წლებში ფერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალამდე გააღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110831