სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

19:17 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი ესპანელებს დაერია

ესპანელი დავიდ ფერერი ჯერჯერობით სეტის წაუგებლად აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მეორე რაუნდში თანამემამულე ალბერტ მონტანიესის 3 სეტში განადგურების შემდეგ, დავიდმა ამჯერად იგივე დღე ახლო მეგობარ და დევისის თასზე თანაგუნდელ ფელისიანო ლოპესს აყარა 6:1, 7:5, 6:4 და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ფერერმა 12 ბრეიკპოინტიდან შვიდი მოგებულ გეიმებად გარდასახა, 1 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი თავი 3 ბრეიკით, 5 ეისით (საუკეთესო ჩაწოდება 207 კმ/სთ) და 21 ვინერსით გამოიჩინა.

დღევანდელი შეხვედრა ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რიგით მე-13-ე გამოდგა და დავიდი წინ მინიმალური უპირატესობით გახლავთ 7:6.

ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ფერერის მოწინააღმდეგე კანადელ მილოშ რაონიჩსა და სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.127378