ფეხბურთი

23:26 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერეირა-კარასკომ "რომას" იმედი გაუცრუა

"მონაკოს" ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა იანიკ ფერეირა-კარასკომ, ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 20 წლის ფეხბურთელს მონაკოელებთან ხელშეკრულება 2015 წელს უმთავრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური "რომა" ბელგიელი ფეხბურთელისადმი ინტერესს იჩენდა. ერთი პერიოდი, იტალიური პრესის მტკიცებით, ტრანსფერი თითქმის განხორციელებული იყო და რომაელები ფრანგებს სამ მილიონ ევროს გადაუხდიდნენ.

ფერეირა-კარასკო ბელგიური კლუბის "გენკის" აღზრდილია. 2010 წელს ბენილუქსელებმა იანიკი "მონაკოში" უფასოდ გაუშვეს. თავიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი "მონაკოს" სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ხოლო 2012 წელს დააწინაურეს და მას შემდეგ, მთავარი გუნდის მაისურით 51 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და თანაგუნდელები საგოლე გადაცემით 10-ჯერ მოამარაგა.

გიორგი ბალახაძე

0.132688