“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი ღიად დააფიქსირა. მოგეხსენებათ, 35 წლის ინგლისელს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი ხელშეკრულება ივნისში ეწურება.
“თამაშის გაგრძელებას ვაპირებ. არ ვიცი, “მანჩესტერში” ვიქნები თუ სხვაგან, მაგრამ იმედია, “ოლდ ტრაფორდზე” დავრჩები და წასვლა არ მომიწევს. სატურნირო ცხრილს როცა ვუყურებ, მრცხვენია. კლუბის თითოეული წევრი პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებს. პასუხი უნდა ვაგოთ იმ შედეგზე, რაც მიმდინარე სეზონში გვაქვს”, - განუცხადა ვეტერანმა უკანახაზელმა ბრიტანულ მედიას.
ჯერჯერობით, “მანჩესტერს” ფერდინანდისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია.