“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების 34 წლის ცენტრალურმა მცველმა რიო ფერდინანდმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფერდინანდმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ნაკრების მწვრთნელ როი ჰოჯსონსაც უკვე ესაუბრა.
ფერდინანდის სანაკრებო კარიერა 1997 წელს დაიწყო, კამერუნის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩით, და მას შემდეგ რიომ მსოფლიოს სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სულ კი ნაკრების მაისურა 81-ჯერ მოირგო.