The Telegraph-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი რიო ფერდინანდი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს. 35 წლის ფეხბურთელსა და “მანიუს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა სწორედ 2014 წლის ივნისში ეწურება და ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდება.
მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ფერდინანდის ნაცვლად დაცვის ცენტრში კრის სმოლინგს, ჯონი ევანსსა და ფილ ჯონსს იყენებს. გამოცდილ უკანახაზელს მხოლოდ 7 თამაში ანდო.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს რიო ფერდინანდი კარიერას, ან საერთოდ გააგრძელებს თუ არა. ამ ეტაპზე გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ბრიტანული ტელეარხისთვის ექსპერტად იმუშავებს.