ფეხბურთი

21:07 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: “დარჩენა მინდა”

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი მცველი რიო ფერდინანდი “წითელ ეშმაკებში” დარჩენის სურვილს გამოთქვამს.

35 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მხარეებს, თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ ფერდინანდი მაინც იმედიანადაა.

“რა თქმა უნდა, ვაპირებ დავიცადო. სეზონის დარჩენილ მატჩებში ვითამაშებ და ვნახავ, რა მოხდება.

ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ფეხბურთის თამაში მიყვარს და ამ სპორტს უახლოესი ერთი, შესაძლოა 2 და 3 წლის განმავლობაში არ დავტოვებ.

ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. შესაძლოა, გუნდს ახალი მწვრთნელი გამოუჩნდეს, ან გიგზმა მუშაობა განაგრძოს.

“მანჩესტერში” ბედნიერი ვარ. ეს კლუბი, ჩემთვის, იდეალურია. ამ გუნდს დიდ პატივს ვცემ და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ დარჩენა მინდა.” – ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს BT Sport-ი.

0.110175