ავტოსპორტი

2:24 | 27.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ივლისის ბოლომდე მოიცდის

„ფერარის“ გადაწყვეტილი აქვს, ივლისის ბოლომდე მოიცადოს, სანამ ახალ მანქანაზე ყურადღების გადატანას გადაწყვეტს. არადა, კანადური დიდი პრიზის დღეებში, გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ გადაწყდებოდა, არის თუ არა შესაძლებელი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთიდან, ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება იზღუდება, რამაც შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ჩემპიონატში ძალთა განლაგებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ „რედ ბული“ და სებასტიან ფეტელი უპირატესობას დაკარგავენ.

მონაკოში, კანადასა და ვალენსიაში, იტალიური გუნდი კარგად გამოვიდა, რამაც დომენიკალის იმედი გაუჩინა. ამიტომ ის თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ახალ მანქანაზე ფოკუსირების, ან მიმდინარე აგრესიული სრულყოფის გადაწყვეტილებას უნგრული ეტაპის შემდეგ მიიღებენ.

ამასვე ადასტურებს „სკუდერიას“ მთავარი დიზაინერი ნიკოლას ტომბაზისი (ფოტოზე, ფელიპე მასასთან საუბრისას): „ბოლო რბოლებმა აჩვენა, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომდევნო რბოლები გვიჩვენებს. და თუნდაც ქულებით ლიდერებისგან შორს ვიყოთ, თუ პერსპექტივა დავინახეთ, ამ მანქანის დახვეწაზე მუშაობა გაგრძელდება“.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092717