ავტოსპორტი

19:46 | 15.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

”ფერარი” ისევ სამი მანქანის გამოყვანას მოითხოვს

”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო (ფოტოზე) აცხადებს, რომ ის კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, სამ-სამი მანქანის გამოყვანის უფლება მიეცეს და შერბილდეს ტესტებზე მოქმედი შეზღუდვები.
იტალიურ პრესასთან საუბრისას, დი მონტეძემოლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება წესს, რომელიც გუნდებს მესამე მანქანის გამოყვანას უკრძალავს და დასძინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა სიის გაზრდას, ძლიერი და პოპულარული საჯინიბოებისთვის ორზე მეტი მანქანით ასპარეზობის უფლების მიცემა სჯობდა. ასე რბოლები უფრო დაძაბულიც იქნებოდა და საინტერესო საცქერიც.
”პატარა გუნდები? არაერთხელ მითქვამს და ისევ ამ აზრზე ვდგავარ, რომ უკეთესი იქნებოდა, ძლიერი გუნდებისთვის მესამე მანქანის გამოყვანის უფლება მიგვეცა. ეს ახალი გუნდების დაშვებაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ზოგი მათგანი ხომ გრანპრი2-ის რბოლებშიც მაჩანჩალა იქნებოდა”, - ამბობს დი მონტეძემოლო.
გარდა ამისა, იტალიური საჯინიბოს შეფი თვლის, რომ სეზონის მსვლელობისას ტესტების აკრძალვა, საქმისადმი არაჯანაღი მიდგომაა და სასწრაფოდ შეცვლას მოითხოვს: ”ამ აბსურდული შეზღუდვის გაუქმება აუცილებელია. ფორმულა 1 სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც სპორტსმენებს ვარჯიშის შანსი არ აქვთ. ეს იგივეა, რომ ”მილანის”, ”რეალის” ან ”ინტერის” ფეხბურთელები, წვიმაში გლუვძირიანი ბუცებით ავარჯიშო, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების წინ კი გახურების საშუალება არ მისცე”, - ამბობს ლუკა.
მას არც ახალი ტრასების კონფიგურაცია მოსწონს, რადგან იქ გასწრება ძალიან გართულებულია. ის სრულად იზიარებს FIA-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის მოსაზრებას, ვისაც მიაჩნია, რომ ახალი ტრასების მშენებლობისას, პრიორიტეტი გასწრების შესაძლებლობა უნდა იყოს. სამაგიეროდ, მოსწონს გუნდურ მითითებებზე აკრძალვის გაუქმება და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით, FIA-მ სწორი გეზი აიღო.
 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175095