რაგბი

23:53 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერადი ტური ჩაშლილი თამაშით

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-14-ე ტურში ძალინ ცუდი ამბავი მოხდა. აბა რაგბიში ჩხუბი რა გასაკვირია, მაგრამ ასეთი შემთხვევის შემდეგ, რუსთავის “ხარების” მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და გუნდი მოედნიდან გაიყვანა...

აქამდე ყოფილა შემთხვევები, მსაჯს ჩხუბის და სიტუაციისკონტროლიდან გამოსვლის, ან მაყურებელთა ქმედების გამო თამაში თავად შეეწყვიტა, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, რომელიმე გუნდს თამაშის არგაგრძელების შანსი თავად მიეღოს. შეგახსენებთ - პალიკო ჯიმშელაძე არის ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდა, ყოფილი “ბორჯღალოსანი” და ერთ დროს ეროვნული გუნდის საუკეთესო მექულე, საქართველოს 7-კაცა ნაკრების მწვრთნელი...

მოკლედ, თამაში მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და “ყოჩებმა” არეკნით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა, ისევე, როგორც “ხარების” მცდელობამ, ანგარიში ჯარიმით გაეხსნა. მერე ჯარიმა “ყოჩებს” გაუცუდდა, მაგრამ თემურ სოხაძემ ბურთს და მოედანს ალღო რომ აუღო, შემდეგი ორი დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო 32-ე წუთზე მისი გარღვევა ლევან გოგოლაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა და სოხაძემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

ტაიმის მიწურულს ვაჟა ხუციშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა და მეორე ტაიმი “ხარებმა” ცოცხლად დაიწყო, მერე “ყოჩებმა” სიტუაცია გამოასწორა და მეტოქის ნახევარზე გადავიდა, აქ გუნდური გაწევ-გამოწევა გაჩაღდა, თითქოს სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ უცებ გუნდური ჩხუბი ატყდა და სიტუაციაც დაიძაბა. თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, მსაჯებმა ითათბირეს და “ყოჩებიდან” ჩხუბში აქტიური გოგიშვილი და გრძელიშვილი გაასინბინეს, მერე კი, მასპინძლებზე გადავიდნენ და ხაბაშვილს და ნათელაშვილს იმ მოტივით, რომ ჩხუბში ფეხი იხმარეს წითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო მჭედლიშვილი გაასინბინეს.

ამან ტრიბუნების აგრესია გამოიწვია, მაგრამ თამაში მაინც განახლდა, რამდენიმე წამში კი, ჯიმშელაძემ საკუთარ შეგირდებს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა და მათაც თამაში შეწყვიტეს. მსაჯის მისამართით წამოსულ მორიგ აგრესიას, რეფერიმ თავადაც ჟესტით უპასუხა და საბედნიეროდ, სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა. “ყოჩები” მეტოქეს დაახლოებით 20 წუთი ელოდა, მერე კი, გასახდელს მიაშურა და სავარაუდოდ, მათ ამ მატჩში გამარჯვებაც ჩაეთვლებათ, აი “ხარებს” კი, მარცხის პარალელურად, სავარაუდოდ, სანქციები და ქულების დაკლება არ ასცდება, რაც მათ მდგომარეობას დაამძიმებს.

ეს ერთადერთი თამაში არ იყო, სადაც რეფერის ჯიბის მოჩხრეკა დასჭირდა. ბათუმში ადგილობრივმა კლუბმა “აკადემიას” სძლია და რეფერიმ ჩხუბისთვის ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე “გააწითლა”, ზღვისპირელთა სამ და მასპინძელთა ორ მოთამაშეს კი, მოედანი 10-10 წუთით დაატოვებინა.

მოკლედ, ჩემპიონატის ფინიშზე სიტუაცია იძაბება და ახლა მატჩების შედეგებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად კომპეტენტურნი იქნებიან მსაჯები და რამდენად მშვიდად დასრულდება შეხვედრები.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XIV ტური

20 მარტი

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი) 22:18 (14:3)

ბათუმი: 15. ჰემპსონი, 14. სვინტრაძე, 13. გოგიტიძე (ნინიძე 79), 12. ხონელიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია (ჩუბინიძე 79), 9. შამულო; 1. სულაბერიძე, 2. გიგაშვილი, 3. კაიკაციშვილი, 4. ნიუვენჰეიზენი, 5. ხელაძე, 6. ცირეკიძე, 7. ალიქაძე, 8. გუგუშვილი.

3 ლელო: გუგუშვილი, სულაბერიძე, გიგაშვილი

2 გარდასახვა: ოდიშარია

1 ჯარიმა: შამულო

3 სინბინი: ცირეკიძე, ბ. ევგენიძე, გიგაშვილი

1 წითელი: კაიკაციშვილი

აკადემია: 15. შ. დავითაშვილი, 14. მაკაროვი, 13. ჭუაძე, 12. ილურიძე, 11. მათიაშვილი, 10. ტალახაძე, 9. ქოპილაშვილი; 1. ფეიქრიშვილი (გ. ღამბაშიძე 72), 2. ალხაზაშვილი, 3. მაზმიშვილი, 4. ბერიკაშვილი (მაღლაკელიძე 27), 5. ზოიძე, 6. ნიბლაძე, 7. შუბითიძე, 8. გოგოლაძე.

3 ლელო: მაკაროვი, ქოპილაშვილი, მათიაშვილი

1 ჯარიმა: მათიაშვილი

2 სინბინი: ალხაზაშვილი, გ. ღამბაშიძე

1 წითელი: ჭუაძე

 

თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 29:19 (9:14)

არმაზი: 15. კიკნაძე, 14. ხუციშვილი, 13. მაჩხანელი, 12. ნიკოლავა, 11. ჩხაიძე (მისრიაშვილი 67), 10. ბროძელი, 9. აბუსერიძე (სირაძე 70); 1. ბეჟიაშვილი (ჯიბლაძე 56), 2. სოსელია (ესართია 70), 3. ბუკია (მარგველანი 35), 4. ბარბაქაძე (გიგაური 44), 5. არჩუაშვილი (კანდელაკი 55), 6. ბერაძე (თაგაური 58), 7. მინაშვილი, 8. ამირანაშვილი.

2 ლელო: ბროძელი, მარგველანი

2 გარდასახვა: კიკნაძე

5 ჯარიმა: კიკნაძე

აია: 15. მოდებაძე (კიკვაძე 48), 14. შაშიაშვილი, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. კვერნაძე, 10. ჯინჭველაშვილი (ბაბუნაშვილი 67), 9. თ. თუთბერიძე (ზ. თუთბერიძე 34); 1. ულუმბელაშვილი (ლომსიანიძე 51), 2. სალდაძე (გ. ტორაძე 34), 3. რატიაშვილი (მატკავა 72), 4. შალამბერიძე, 5. ჯავახია (ჩიტეიშვილი 41), 6. რევიშვილი, 7. დანგაძე, 8. ყურაშვილი.

3 ლელო: ფრუიძე (2), შაშიაშვილი

1 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

 

რუსთავი. “ახალი”. 400 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - ყოჩები (ბოლნისი)

3:13-ზე, 50-ე წუთზე შეწყდა

1 ჯარიმა (ხარები): ხუციშვილი

წითელი (ხარები): ხაბაშვილი, ნათელაშვილი

ყვითელი (ხარები): მჭედლიშვილი

1 ლელო (ყოჩები): გოგოლაშვილი

1 გარდასახვა (ყოჩები): სოხაძე

2 ჯარიმა (ყოჩები): სოხაძე

2 სინბინი (ყოჩები): გოგიშვილი, გრძელიშვილი

 

1                 ლელო                                13            10           0              3                 373-153             49
2 აია 14 10 0 4 311-187 46
3 არმია 13 9 1 3 363-212 45
4 ლოკომოტივი 13 9 0 4 298-235 40
5 ყოჩები 13 8 1 4 284-243 38
6 არმაზი 14 8 0 6 249-272 35
7 ჯიქები 15 6 2 7 261-232 35
8 ხარები 14 3 0 11 179-344 15
9 ბათუმი        14 3 0 11 210-464 14
10 აკადემია     15 1 0 14 169-355 11

 

22 მარტი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16 საათი

ჯიქები (თბილისი) - არმია (თბილისი)

0.16079