"ბოსტონ სელტიქსს" საკუთარ TD Garden-ში, რეგულარული გათამაშების ფორმატში 2007 წლის შემდეგ "მაიამი" ზედიზედ 11-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, დღეს გამთენიისას კი ,"კელტთა" ეს წარმატებული სერია შეწყდა. ლებრონ ჯეიმსმა და მისმა "ჰიტმა" დრამატულ ბრძოლაში 105:103 დაამარცხეს მასპინძლები და ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 23-ამდე აიყვანეს. ამ მიღწევით "მაიმიმ" ნბა-ს ისტორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, წინ კი 1970-71 წლების სეზონის "ლეიკერსია" მიჯრით 33 გამარჯვებით.
ტრავმებისგან დატანჯულ "ბოსტონს" (რონდო, ბარბოზა, სალინჯერი) მატჩის წინ გუნდის ლიდერი კევინ გარნეტი გამოაკლდა, რომელსაც გაციების სიმპტომები ჰქონდა, მისი ადგილი სასტარტო ხუთეულში კი ჯეფ გრინმა დაიკავა.
შეხვედრა მასპინძლებმა წარმატებულად დაიწყეს, ბრენდონ ბასის და ეივერი ბრედლის ზუსტი თამაშის წყალობით 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა "მაიამიმ" მალევე უპასუხა და სწრაფ კონტრშეტევებზე აგებული თამაშის წყალობით 16:11 გახადა ანგარიში თავის სასარგებლოდ. ამ მომენტში ჯეფ გრინი "აფეთქდა”, რომელმაც ზედიზედ 11 ქულა მოუპოვა მასპინძლებს და პირველი მეოთხედი პირადად მოაგებინა - 31:19.
მეორე პერიოდში მოქმედი ჩემპიონები მცირე შოკიდან გამოსვლას ცდილობდნენ, თუმცა ჯეისონ ტერი და პოლ პირსი პერიმეტრიდან ზუსტად ბომბავდნენ მეტოქის კალათს და "მაიამის" წარმატებაზე ფიქრის არანაირ შანსს არ უტოვებდნენ. ჯეფ გრინიც, თავის მხრივ, ფეირიულ გარჯას აგრძლებდა, რის შედეგადაც დიდ შესვენებამდე 3:22 წუთით ადრე "ბოსტონი" 55:41 იგებდა. დარჩენილ მცირე დროში მარიო ჩელმერსმა და ლებრონ ჯეიმსმა საჯარიმო ხაზიდან შეუცდომლად ისროლეს, შეინ ბეტიემ შორეული სამიანი ჩააგდო და "ჰიტმა" პირველი ტაიმი მხოლოდ 6 ქულით წააგო - 53:59.
მესამე მეოთხედი სტუმართა 6:0 გაქცევით დაიწყო და თითქოს, მათ უნდა მოეპოვებინათ ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუმცა ყველა გადამწყვეტ მომენტში ჯეფ გრინი "ამოანათებდა" ხოლმე და გასაოცარი სპორტული სითავხედის ხარჯზე წარმოუდგენელ ბურთებს აგდებდა. მასპინძლები სტაბილურად ინარჩუნებდნენ სტუმრებთან 4-5 ქულიან ჰანდიკაპს, მაგრამ უკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჯერ უეიდმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, მომდევნო შეტევაში კი მარიო ჩელმერსმა ჩასვა შორეული ტყორცნა, რის შედეგადაც "მაიამი" 101:100 დაწინაურდა. სამქულიანს სამიანითვე უპასუხეს მასპინძლებმა, ამჯერად ეივერი ბრედლიმ გამოიჩინა თავი - 103:101. გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსმა გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში - ჯერ გაათანაბრა ანგარიში, საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე კი ზუსტი საშუალო სროლით "ჰიტი" წინ გაიყვანა - 105:103. მასპინძლებმა მეტოქის კალათის შტურმი მოაწყვეს, თუმცა ჯერ ბეტიემ დაუფარა ჯეფ გრინს, ხოლო შემდეგ პოლ პირსმა ვერ გამოიყენა სამქულიანი, რაც უკვე "მაიამის” გამარჯვებას ნიშნავდა.
მატჩის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 37 ქულა, 12 შედეგიანი პასი, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოუტანა. მასპინძელთა რიგებში კი კარიერის საუკეთესო მატჩი ჯეფ გრინმა ჩაატარა, რომლის მონაგარი 43 ქულა გახლდათ. ასევე გამოირჩა "ბოსტონის" კაპიტანი პოლ პირსი - 17 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.
"ატლანტამ" საკუთარ Phillips Arena-ზე "დალას მავერიქსს" უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში დასანანი მარცხი იწვნია - 113:127. "ჰოუქსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია აქილევსის მყესის ტრავმის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"ბრუკლინ ნეთსმა" დიდი გასეირნება მოიწყო დეტროიტში. პი ჯეი კარლესიმოს დამოძღვრილმა გუნდმა 37-ქულიანი სხვაობით გაანადგურა მეტოქე - 119:82. თორნიკე შენგელია თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარების ლიგის გუნდ "სპრინგფილდ არმორზში" გაამწესეს და მას ხსენებულ წარმატებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია.
ბოსტონი - მაიამი 103:105 (31:19, 28:34, 23:25, 21:27)
ბოსტონი: ლი (13), ბრედლი (7), გრინი (43), ბასი (6), პირსი (17); ვილკოქსი, ტერი (9), კროუფორდი (8)
მაიამი: ჩელმერსი (21), უეიდი (16), ბოში (13), ჯეიმსი (37+12პ), ჰასლემი (4); ალენი (6), ანდერსენი, კოული (2), ბეტიე (6)
ფილადელფია - პორტლენდი 101:100 (32:28, 26:22, 20:22, 23:28)
ფილადელფია: ჰოლიდეი (27), ვილკინსი (12) თ. იანგი (19), თერნერი (2), ჰოუსი (18+13მ); მოუტრი (3), ჯენკინსი (2), რაიტი (16), ალენი (2)
პორტლენდი: ლილარდი (27), მეტიუსი (6), ჰიქსონი (4), ოლდრიჯი (32+14მ), ბატიუმი (9); ლეონარდი (6), მეინორი (4), ფრილენდი (6), ბაბიტი (6)
შარლოტი - ვაშინგტონი 119:114 (32:29, 31:30, 31:30, 25:25)
შარლოტი: უოკერი (18), ჰენდერსონი (27), ბიიომბო (2), მაკრობერტსი (17), კიდ-გილკრისტი (11); ადრიენი (2), გორდონი (19), მალენსი (12), პარგო (11), ჰეივუდი
ვაშინგტონი: უოლი (25), ოკაფორი (17), ნენე (21), ვებსტერი (12), ტემპლი (17); სერაფინი (6), ბილი (5), ბუკერი (4), არიზა (7)
კლივლენდი - ინდიანა 90:111 (24:27, 21:33, 17:27, 28:24)
კლივლენდი: ლივინგსტონი (8), უეიტერსი (4), ზილერი (8), ტომპსონი (20), ჯი (7); მაილსი (21), უოლტონი (5), სპეიტსი (4), ელინგტონი (3), კასპი (2), ჯონსი (2), გიბსონი (6)
ინდიანა: ჰილი (9), სტივენსონი (6), ჰიბერტი (12), ტ. ჰენსბრო (18+11მ), ჯორჯი (14); იანგი, ბ. ჰენსბრო (2), პენდერგრაფი (11), ჯონსონი (8), გრინი (20), მაინმი (8), ოგასტინი (3)
ატლანტა - დალასი 113:127 (25:34, 30:34, 30:30, 28:29)
ატლანტა: ტიგი (19), ჰორფორდი (16+11მ), სმიტი (13), კორვერი (11), ჰარისი (10); ჯენკინსი (10), ტოლივერი (12), ჯონსონი (10), მაკი (3), სკოტი (2), ჯონსი (7)
დალასი: მ. ჯეიმსი (9), მეიო (17), კამანი (14), კრაუდერი (4), ნოვიცკი (22); რაიტი (12), კარტერი (13), მოროუ (8), კოლისონი (24), ბრენდი (4)
ჩიკაგო - დენვერი 118:119 (20:21, 25:32, 28:26, 32:26, 13:14)
ჩიკაგო: რობინსონი (34), ბელინელი (18), ნოა (14+12მ+6პ), ბუზერი (14), დენგი (21); ბატლერი (15), მოჰამედი (2), ტიგი
დენვერი: ლოუსონი (13), იგუოდალა (12+10მ), კუფოსი (4), ფარიდი (8), გალინარი (11); მილერი (8), ბრიუერი (16), მაკგი (12), ჩენდლერი (35)
მემფისი - მინესოტა 92:77 (22:20, 23:19, 29:14, 18:24)
მემფისი: კონლი (20), ალენი (7), გასოლი (16), რენდოლფი (14+10მ), პრინსი (12+14მ); პოინდექსტერი (5), დეი (1), ბეილისი (15), დევისი (2)
მინესოტა: რიდნური (6), პეკოვიჩი (9), რუბიო (2), კირილენკო (8), უილიამსი (8); კანინგემი (6), ბარეა (11), შვედი (12), ჟელაბალი (11), სტიმსმა (4)
ნიუ ორლეანი - გოლდენ სტეიტი 72:93 (22:19, 14:26, 25:24, 11:24)
ნიუ ორლეანი: მეისონი (3),ვასკესი (14), ლოპესი (4), დევისი (16), ამინუ (2); მილერი (4), ჰარისი (4), ანდერსონი (21), ამუნდსონი (2), რობერტსი (2)
გოლდენ სტეიტი: კარი (30), ტომპსონი (13), ბოგატი (8), ლი (20+11მ), ბარნსი (7); ლენდრი (4), ჯეკი (9), გრინი, ბეიზმორი (2)
ფინიქსი - ლეიკერსი 99:76 (21:25, 26:19, 24:22, 28:10)
ფინიქსი: დრაგიჩი (12+10პ), ჯონსონი (14), ონილი (6), მარკიფ მორისი (9), მარკუს მორისი (9); დადლი (13), მარშალი (11), ჰადადი (4), გარეტი, სკოლა (14), ბისლი (10)
ლეიკერსი: ნეში (19), ჰოვარდი (16+11მ), კლარკი (4), ვორლდ ფისი (12), მიქსი (8); დუჰონი, ჯეიმისონი (3), ბლეიკი (13), საკრე, მორისი (1)
იუტა - ნიუ იორკი 83:90 (21:23, 23:19, 19:24, 20:24)
იუტა: მო უილიამსი (9), ფოი (6), ჯეფერსონი (10+11მ), მილსაპი (12), ჰაიუორდი (17); მა. უილიამსი (10), უოტსონი (2), ფეივორსი (7), ქანთერი (5), ბარქსი (5)
ნიუ იორკი: პრიჟიონი (3), შამპერტი (8), მარტინი (9), კოუპლენდი (14), ფელტონი (19); კიდი (7), კემბი, ტომასი (6), სმიტი (20), ნოვაკი (4)
დეტროიტი - ბრუკლინი 82:119 (23:36, 22:23, 14:31, 23:29)
დეტროიტი: სტაკი (2), სინგლერი (6), მონრო (17), მაქსიელი (4), კალდერონი (2); კრავცოვი (2), იერებკო (2), მიდლტონი (6), ბაინამი (18), ვილიანუევა (5), ინგლიში (10)
ბრუკლინი: უილიამსი (31), ჯონსონი (13), ლოპესი (18), ევანსი (6), უოლესი (2); ბლაჩი (15), უოთსონი (5), ბრუქსი (10), ტელეტოვიჩი (9), სტექჰაუსი (10)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 67 | 51 | 3 | 3 | 16 | 6999:6463 | 0.761 | |
2. | ოკლაჰომა | 67 | 50 | 4 | 1 | 17 | 7149:6513 | 0.746 | |
3. | კლიპერსი | 67 | 46 | 0 | 1 | 21 | 6752:6310 | 0.687 | |
4. | მემფისი | 66 | 45 | 3 | 1 | 21 | 6168:5889 | 0.682 | |
5. | დენვერი | 68 | 46 | 4 | 1 | 22 | 7205:6875 | 0.676 | |
6. | გოლდენ სტეიტი | 69 | 39 | 2 | 2 | 30 | 6938:6912 | 0.565 | |
7. | ჰიუსტონი | 67 | 36 | 0 | 3 | 31 | 7133:6920 | 0.537 | |
8. | ლეიკერსი | 69 | 36 | 2 | 0 | 33 | 7045:6973 | 0.522 | |
9. | იუტა | 67 | 34 | 3 | 2 | 33 | 6556:6603 | 0.507 | |
10. | დალასი | 67 | 32 | 1 | 8 | 35 | 6803:6843 | 0.478 | |
11. | პორტლენდი | 66 | 31 | 5 | 1 | 35 | 6491:6580 | 0.470 | |
12. | მინესოტა | 65 | 23 | 1 | 1 | 42 | 6136:6359 | 0.354 | |
13. | საკრამენტო | 67 | 23 | 0 | 4 | 44 | 6662:7025 | 0.343 | |
14. | ფინიქსი | 68 | 23 | 3 | 2 | 45 | 6435:6837 | 0.338 | |
15. | ნიუ ორლეანი | 68 | 22 | 1 | 3 | 46 | 6394:6659 | 0.324 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 66 | 52 | 5 | 1 | 14 | 6828:6329 | 0.788 | |
2. | ინდიანა | 67 | 41 | 2 | 3 | 26 | 6326:6030 | 0.612 | |
3. | ნიუ იორკი | 65 | 39 | 0 | 1 | 26 | 6416:6239 | 0.600 | |
4. | ბრუკლინი | 67 | 39 | 5 | 0 | 28 | 6403:6322 | 0.582 | |
5. | ატლანტა | 67 | 37 | 4 | 1 | 30 | 6540:6507 | 0.552 | |
6. | ჩიკაგო | 66 | 36 | 3 | 2 | 30 | 6123:6089 | 0.545 | |
7. | ბოსტონი | 66 | 36 | 7 | 4 | 30 | 6347:6320 | 0.545 | |
8. | მილუოკი | 65 | 33 | 3 | 2 | 32 | 6442:6515 | 0.508 | |
9. | ფილადელფია | 66 | 26 | 2 | 1 | 40 | 6114:6352 | 0.394 | |
10. | ტორონტო | 67 | 26 | 2 | 7 | 41 | 6531:6640 | 0.388 | |
11. | ვაშინგტონი | 66 | 23 | 0 | 5 | 43 | 6129:6299 | 0.348 | |
12. | დეტროიტი | 69 | 23 | 0 | 3 | 46 | 6506:6823 | 0.333 | |
13. | კლივლენდი | 67 | 22 | 0 | 1 | 45 | 6533:6787 | 0.328 | |
14. | ორლანდო | 67 | 18 | 0 | 3 | 49 | 6339:6765 | 0.269 | |
15. | შარლოტი | 67 | 15 | 3 | 1 | 52 | 6239:6904 | 0.224 |