ფეხბურთი

23:59 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში" ევროტურნირებიდან მოკვეთეს

მწვანე შუქი არველაძის "ქასიმფაშასა" და ხიზანიშვილის "ქაისერისფორს"

უეფამ ორი სახელიანი თურქული კლუბი მოკვეთა ევროტურნირებიდან - მართალია, მათ გასაჩივრების უფლება დაუტოვეს, მაგრამ თურქული გამოცემების ცნობით, მცირე შანსია იმისა, რომ საჩივარი დააკმაყოფილონ. "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში" კორუფციული სკანდალების გამო დასაჯეს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან აგორდა. "ბეშიქთაში" ევროპაში ერთ სეზონით დასაჯეს, "ფენერბახჩე" კი - ორით. ამასთან, "ფენერს" ხუთწლიანი პირობითიც მისცეს.   

"ფენერბახჩე" მეორე ადგილზე გავიდა თურქეთში, "ბეშიქთაში" კი - მესამეზე. შესაბამისად, ევროპის ლიგაზე გავიდნენ ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორი" (მეხუთეადგილოსანი) და შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" (მეექვსეადგილოსანი).

დიახ, ასეთი საჩუქარი მიიღეს უეფასგან ქართველთა გუნდებმა. გაიხარა "ბურსასფორმაც", რომელიც მეოთხეზე გავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს "ფენერბახჩეს" ნაცვლად...

ერთიც: "ფენერბახჩესა" და "ბეშიქთაშს" გასაჩივრების უფლება დაუტოვეს. ამასთან, უეფას საკონტროლო-დისციპლინარული კომისია დამატებით ინფორმაციებს აგროვებს ამ კლუბების შიდა საქმიანობაზე და თითოეულ ეჭვმიტანილ პირზე, რომლებიც გარიგებული თამაშების ორგანიზატორებად მოიაზრებოდნენ.

0.11486