ფეხბურთი

17:49 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბახჩე” ანელკას იბრუნებს

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი ნიკოლა ანელკა სტამბულის “ფენერბახჩეში” დაბრუნდება. Football Italia-ს ცნობით, თურქებს 34 წლის ფრანგთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.

თუკი მხარეები შეთანხმდებიან, ანელკა მომდევნო სეზონიდან “ფენერბახჩეს” ღირსებას დაიცავს. სტამბულელთა რიგებში, ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.

მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ანელკა ჩინური “შანხაი შენჰუადან” ტურინის “იუვენტუსში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ამგვარად, სეზონის ბოლოს, ფრანგისა და “ბებერი სინიორას” გზები გაიყოფა.

აღსანიშნავია, რომ ანელკა “ფენერბახჩეს” ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა.

 

0.118292