უახლოეს მომავალში სტამბოლის “ფენერბაჰჩე” შეიძლება ორი თავდამსხმელით გაძლიერდეს. კლუბის პრეს-სამსახურმა დაადასტურა ამ დღეებში ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, მოსკოვის სპარტაკის ნიგერიელ ლეგიონერთან ემანუელ ემენიკესთან და ლისაბონის “ბენფიკას” პარაგვაელ შემტევ ოსკარ კარდოსოსთან მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ.
“ჩვენი კლუბი აქტიურადაა დაინტერესებული ემენიკესა და კარდოსოს შეძენით და ფეხბურთელების აგენტებთან და მათ ამჟამინდელ გუნდებთან სატრანსფერო საკითხების შესათანხმებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს” – იუწყება “ფენერბაჰჩეს” პრესსამსახური.