სხვა

17:30 | 6.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფელპსი რეკორდზეც არ გაჩერდა
 

25 წლის მოცურავე მაიკლ ფელპსი დღეს დილით ამერიკის შეერთებული შტატების 50-გზის ჩემპიონი გახდა. 100-მეტრიანი დისტანცია ფელპსმა ბატერფლაით 50,65 წამში გაცურა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ კი აღიარა, რომ საუკეთესო ფორმისგან საკმაოდ შორს დგას და ამ ეტაპზე თავისი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.
ამ საიუბილეო გამარჯვებამდე ორიოდ დღით ადრე ფელპსმა 49-ე ამერიკული ოქრო მოიპოვა, 200 მეტრზე ბატერფლაიში და ამერიკის 48-გზის ჩემპიონის, ტრეისი კოლკინსის რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, მაიკლ ფელპსი ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენიცაა. ბოლო-ორ ოლიმპიადაზე მან 14 ოქროს მედლის მოგება შეძლო. 2004 წელს ათენში 6-ჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. 2008-ში, პეკინში კი სულაც 8 ოქრო დააგროვა და ისტორიაში ერთ ოლიმპიადაზე მიღწეული ყველა დროის საუკეთესო შედეგითაც ჩაეწერა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091895