ფეხბურთი

10:36 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე სკოლარი: “რთული მატჩები ხასიათს გვიმტკიცებს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ურუგვაის 2:1 დამარცხების შემდეგ უზომოდ კმაყოფილი იყო.

მასპინძლებმა ურთულეს ბრძოლაში იმარჯვეს და მწვრთნელიც ამან განსაკუთრებით გაახარა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ფრედმა გახსნა, ედინსონ კავანიმ მეორე ტაიმის დებიუტში აღადგინა წონასწორობა, გამარჯვების გოლი კი, პაულინიომ 86-ე წუთზე გაიტანა.

“ჩვენს წინაშე კონკრეტული ამოცანა იდგა - ფინალში გასვლა და ძალიან გახარებული ვარ, მიზანი რომ შევასრულეთ. ჩვენთვის აუცილებელი იყო გამარჯვება. სწორედ ასეთ თამაშებში ვსწავლობთ მოედანზე სწორად მოქმედებას. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი გველის საკუთარ სამშობლოში და იქ ცუდად გამოსვლის უფლება არ გვაქვს. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და სწორედ ასეთი რთული თამაშები გვეხმარება ხასიათის ჩამოყალიბებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და სხვას ვერაფერს ვიტყვი. ვამაყობ ჩემი შეგირდებით, მათ მართლაც საოცრად ითამაშეს. რა თქმა უნდა გარკვეულ სირთულეებს განვიცდით, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ჩვენ მათ გადალახვას ვცდილობთ” - განაცხადა სკოლარიმ.

ფინალში ბრაზილიელების მომავალი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. თბილისის დროით 23 საათზე ესპანეთის ნაკრები იტალიას ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111568