ბრაზილიური “სანტოსიდან” იტალიურ “ლაციოში” ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონის ტრანსფერი დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს. უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა აპენინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ფინანსურ დეტალებზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarket კი ფელიპე ანდერსონს 6 მილიონ ევროდ აფასებს.
“ლაციომ” სერია A-ს გასული სეზონი მეშვიდე ადგილით დაასრულა, 38 მატჩში ჩატარებული 61 ქულით.