ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” კოლორიტული ნახევარმცველი მარუან ფელაინი იტალიური “ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში მოექცა.
მანჩესტერელებმა 26 წლის ფეხბურთელი “ევერტონისგან” 27 მილიონ გირვანქად შეიძინეს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, მან სეზონი არცთუ დამაჯერებლად ჩაატარა. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ვარაუდი, რომ ამ ზაფხულს ფელაინი “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს. Corriere dello sport-ის ინფორმაციით, ფლორენციელები “მანჩესტერს” ბელგიელის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქას სთავაზობენ.







