ფეხბურთი

12:24 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინის ნაკრებში უხმეს

მიკროტრავმის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი ბელგიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.

“ევერტონის” ყოფილმა შუახაზელმა ტრავმა დონეცკის “შახტართან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და იყო საშიშროება, რომ ლაზარეთში დიდი დრო გაეტარებინა. საბედნიეროდ, ფელაინი მძიმე ტრავმას გადაურჩა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბელგიელი “მანჩესტერს” უახლოეს მატჩშივე დაეხმარება.

თავის მხრივ, ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაც მარკ ვილმოტსსაც იმედი აქვს, რომ ხორვატიასთან და უელსთან მატჩებში ფელაინის გამოყენებას შეძლებს.

 

0.119736