ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ ბელგიელმა “სკაი სპორტსს” თავად განუცხადა.
“ყველამ იცის, რომ ჩემი პირველი მანჩესტერული სეზონი არ შედგა, მაგრამ მე ისევ ის ფელაინი ვარ. კლუბმა ჩემთან კონტრაქტი წელიწადის წინათ გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში, პოზიტიურიც ბევრი იყო და ნეგატიურიც. ახლა გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ვნახოთ, რა გამოვა. შემიძლია გითხრათ, რომ “მანჩესტერში” თავს კარგად ვგრძნობ”, - განაცხადა ბელგიელმა.
ცნობისათვის, ფელაინიმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.