ფეხბურთი

12:57 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი გაშვებას ითხოვს

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ევერტონის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაშვების სურვილით მიმართავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს დევიდ მოიესის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა სურს, რომელთან ერთადაც დიდი ხნის განმავლობაში “ევერტონში” მუშაობდა.

“წითელმა ეშმაკებმა” ლივერპულელებს ფელაინის და მცველ ლეიტონ ბეინსის შეძენის სურვილით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ “ევერტონისგან” უარი მიიღეს. ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერელები ამ მოთამაშეების შესაძენად 36 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა.

ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ თუ “ევერტონი” “უიგანიდან” ჯეიმს მაკარტის ვერ შეიძენს, ის ფელაინს გაშვებაზე უარს ეტყვის.

 

0.121342