ჩოგბურთი

22:19 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს პიატი გაწვრთნის

 ოქტომბერში როჯერ ფედერერმა მწვრთნელი პოლ ანაკონი დაითხოვა და მას შემდეგ დამრიგებლის გარეშე ასპარეზობს. 32 წლის შვეიცარიელი მწვრთნელი შესაძლოა იტალიელი სპეციალისტი რიკარდო პიატი გახდეს. რამდენიმე დღის წინ პიატიმ მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა ფრანგ ჩოგბურთელ რიშარ გასკესთან და მისი მორიგი “შეგირდი” სავარაუდოდ ფედერერი იქნება.

ამასობაში როჯერმა დაადასტურა, რომ მომავალი წლის 8 იანვარს მელბურნის როდ ლეივერის სახელობის კორტზე საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს ფრან ჟო-ვილფრიდ ცონგასთან. ბილეთების გაყიდვით შესული თანხა როჯერ ფედერერისა და ავსტრალიის ჩოგბურთის განვითარების ფონდებს თანაბრად გადაეცემათ.

“ღონისძიების სახელწოდებაა ”ღამე როჯერ ფედერერსა და მის მეგობრებთან ერთად”. მაყურებელს ბრწყინვალე შოუს ვპირდებით. მე და ჟო-ვილფრიდი ავსტრალიის ღია პირველობასაც გავუწევთ რეკლამას”, - აცხადებს სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი.

0.121532