ჩოგბურთი

11:12 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა მწვრთნელი დაითხოვა

 წარუმატებელი სეზონის მიწურულს როჯერ ფედერერი საკუთარ მწვრთნელს, პოლ ანაკომს დაშორდა. ამ ცნობას ბრიტანული სპორტული გამოცემები ადასტურებებენ. ფედერერისა და ანაკონის თანამშრომლობა 3 წელიწადს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში 32 წლის როჯერმა 13 ტურნირი (მათ შორის უიმბლდონი) მოიგო.

“ანაკონთან რამდენიმე ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ განშორების დრო დაგვიდგა. ჩვენ საქმიან ურთიერთობას ვწყვეტთ, ადამიანური ასპექტით კი არაფერი იცვლება – მე და პოლი მეგობრებად ვრჩებით”, -  აცხადებს ფედერერი.

შეგახსენებთ, სადღეისოდ სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორი როჯერი რეიტინგსიაში მეშვიდე ადგილზეა.

0.117708