ჩოგბურთი

9:42 | 27.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა მოწოდებათა შეჯიბრება მოიგო

სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა წლევანდელი უიმბლდონის მეორე წრეში ერთი წლით უმცროს ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს სამსეტიანი პაექრობა 6:3, 7:5, 6:3 მოუგო და მის სამესამეწრეო მოწინააღმდეგეს ესპანელი მარსელ გრანოლიერსისა და კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდოს მატჩი გამოავლენს. ეს მატჩი შეწყდა, სეტების ანგარიში კი 2:2-ია.

სიმონთან შეხვედრისას 32 წლის ფედერერმა 4 ბრეიკი და 25 ეისი შეასრულა. მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა, შვეიცარიელისა და ლუქსემბურგელის ურთიერთდაპირისპირებათა ბალანსი კი 4:0-ია როჯერის სასარგებლოდ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უიმბლდონის 7-გზის ჩემპიონმა ფედერერმა განაცხადა, სიმონთან ძირითადად მოწოდებაში მქონდა შეჯიბრება, ჩემი უმთავრესი ამოცანა კი სტაბილური თამაშის ჩვენებააო. როჯერმა პირველი მოწოდებისას 91 პროცენტი ზუსტად შეასრულა. 

0.158185