ჩოგბურთი

21:50 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია

მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა დუბაიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში ორ სეტში - 6:3, 6:3 დაამარცხა 26 წლის მარსელ გრანოლერსი და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა 1 საათი და 11 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ფედერერმა 2 ბრეიკი გააკეთა, მისმა მეტოქემ კი სამი ბრეიკ პოინტიდან ვერცერთი გამოიყენა. მარსელის ანგარიშზე 3 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო ფედერერმა თავი 2 ეისით გამოიჩინა და ერთი ორმაგი დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა შვეიცარიელის სასარგებლოდ. მეოთხედფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე რუსი ნიკოლაი დავიდენკო იქნება, რომელმაც თავის მხრივ ორ სეტში დაამარცხა რუმინელი ვიქტორ ჰანესკუ - 6:4, 7:6.

0.114941