მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერი და ჰამბურგის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი როჯერ ფედერერი ჩრდილოგერმანული ქალაქის შეჯიბრების მეოთხედფინალში გავიდა. 31 წლის შვეიცარიელმა კლასიფიკაციის 140-ე ჩოგან ჩეხ იან ჰაიეკს 6:4, 6:3 მოუგო.
ფედერერისა და ჰაიეკის პირველმა დაპირისპირებამ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში 3 ბრეიკი და 7 ეისი შეასრულა. მეოთხედფინალში ფედერერი ესპანელ ფელისიანო ლოპესსა და გერმანელ ფლორიან მაიერს შორის მოგებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, როჯერ ფედერერს ჰამბურგის ტურნირი ოთხჯერ აქვს მოგებული, ჰაიეკის დამარცხების შემდეგ კი როჯერმა ამ შეჯიბრებაზე 31-ე შეხვედრაში იმარჯვა.