32 წლის როჯერ ფედერერმა მიმდინარე უიმბლდონის მეოთხედფინალში თანამემამულე სტენ ვავრინკას 3:6, 7:6 (7:5), 6:4, 6:4 მოუგო და ხანგრძლივი, მეტად წარმატებული საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეცხრედ გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში. შეგახსენებთ, ფედერერი უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონია. სულ კი ფედერერი 35-ედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ნახევარფინალში.
ფედერერისა და ვავრინკას მატჩი 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 10 ეისი და 2 ბრეიკი შეასრულა. როჯერისა და სტენის ურთიერტშეხვედრათა ანგარიში 14:2 გახდა სადიდსლემო შეჯიბრებების 17-გზის ჩემპიონის სასარგებლოდ.