ჩოგბურთი

14:00 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის დასტური და ბერდიხის უარი

შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრებმა დევისის თასის მერვედფინალში შარშანდელი გათამაშების სერბეთს მოუგო და მეოთხედფინალში ყაზახეთს შეხვდება. ეს მატჩი 4-6 აპრილს ჟენევაში ან როჯერ ფედერერის მშობლიურ ქალაქ ბაზელში ჩატარდება.

დიდი სლემის ტურნირების სარეკორდო რაოდენობით მომგები ფედერერი ყაზახებთან სამომავლო დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, ჩემ მეგობრებთან ერთად დევისის თასის მეოთხედფინალში აუცილებლად ვითამაშებო.

დევისის თასის მოქმედ ჩემპიონ ჩეხეთს კი იაპონიასთან სამეოთხედფინალე დაპირისპირების გამართვა ტომაშ ბერდიხის გარეშე მოუწევს. ამის თაობაზე ჩეხთა ლიდერმა ნაკრების კაპიტანს იაროსლავ ნავრატილს უკვე აცნობა.

„აქცენტი საკუთარ კარიერაზე უნდა გავაკეთო. ჩეხებს უჩემოდაც ძლიერი ნაკრები ეყოლებათ, მე კი ეროვნულ გუნდის ღირსებას მხოლოდ საშინაო შეხვედრებში დავიცავ“, - განაცხადა ბერდიხმა.

0.120673