ჩოგბურთი

23:06 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის 30-ე მოგება ჰამბურგში

 როჯერ ფედერერს ჰამბურგის bet-at-home Open ტურნირი ოთხჯერ აქვს მოგებული, დღეს კი ამ ჩრდილოგერმანული ქალაქის შეჯიბრებაზე 30-ე მატჩი მოიგო. შვეიცარიელი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და კორტის მასპინძელ დანიელ ბრანდსს 3:6, 6:3, 6:2 მოუგო. აქვე მოგახსენებთ, რომ “მხიარულ როჯერს” ჰამბურგში 4 მარცხი აქვს ნაწვნევი.

ბრანდსთან შეხვედრას რაც შეეხება, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, რეიტინგსიის მეხუთე ნომერ როჯერს საათი და 25 წუთი დასჭირდა კლასიფიკაციის 58-ე ნომერ ბრანდსის წინააღმდეგობის დასაძლევად. ფედერერის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 9 ეისია. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

ჰამბურგის ტურნირის მესამე წრეში ფედერერი კვალიფიკაციამოვლილ ჩეხ იან ჰაიეკს შეხვდება, რომელმაც ლატვიელ ერნესტს გულბისს აჯობა.

0.123999