ჩოგბურთი

10:19 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი საინტერესო ფინალის მოლოდინში

 შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრები თავის ისტორიაში მეორედ გავიდა დევისის თასის ფინალში. “ჯვაროსნებმა” პირველად 1992 წელს იასპარეზეს ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, წლეულს კი შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა ნახევარფინალში იტალიას 3:2 მოუგო. შვეიცარიელებს მესამე ქულა როჯერ ფედერერმა მოუპოვა, რომელმაც ფაბიო ფონინის 6:2, 6:3, 7:6 სძლია და ანგარიში 3:1 გახადა.

ფინალში შვეიცარიელები ფრანგებს შეხვდებიან, რომელთაც დევისის თასის 2012 და 2013 წლების ჩემპიონ ჩეხეთს პარიზის “როლან გაროსის” კორტებზე 4:1 მოუგეს.

“საკუთარი გულშემატკივრებისა და ახლობლების წინაშე მოპოვებული გამარჯვება მეტად სასიხარულოა. ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა და ვფიქრობ, კარგადაც ვითამაშე. ფინალს რაც შეეხება, შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებთა დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. მოუთმენლად ველი დევისის თასის ფინალს”, - განაცხადა ფედერერმა.

საფრანგეთის ნაკრებს დევისის თასი 9-ჯერ მოუგია. ბოლოს სამფეროვნებმა ამ ტურნირზე 2001 წელს იმარჯვეს.

0.127526