ჩოგბურთი

18:45 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი “როლან გაროსის” მეოთხე წრეშია

 

მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მესამე წრეში მან რთულ ბრძოლაში - 3 სეტში გამოთიშა ასპარეზობას კორტების მასპინძელი ჟულიენ ბენეტო 6:3, 6:4, 7:5.

შეხვედრა 1 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში როჯერმა ოთხივე ბრეიკპოინტი წარმატებით გამოიყენა, 7 ეისი ჩააწოდა (ყველაზე სწრაფი 199 კმ/სთ) და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 38 ვინერსი და 21 უნებლიე შეცდომა. ჟულიენმა  კი თავი 1 ბრეიკით, 2 ეისით და 15 ვინერსისთ გამოიჩინა.

როლან გაროსის მეოთხე წრეში ფედერერი ამერიკელ სემ კუერისა და ფრანგ ჟილ სიმონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

0.123721