5-11 აგვისტოს კანადის კვებეკის შტატის ქალაქ მონრეალში საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება იუარა როჯერ ფედერერმა. მიზეზად სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა სპორტსმენისთვის ტრივიალური რამ, ტრავმა დაასახელა.
“ზურგის არეში ტკივილების გამო მონრეალში ვერ გამოვალ. იქ მეტად საინტერესო შეჯიბრება ტარდება ბრწყინვალე გულშემატკივრებით. ძალიან გულდაწყვეტილი გახლავართ და იმედია, მომავალში მონრეალის კორტებზე გასვლას მოვახერხებ”, - ეს სიტყვები როჯერმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა.