ჩოგბურთი

11:12 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი მერვედფინალის მეტოქეს ელის

 ტორონტოს “მასტერზ1000”-ზე დამაჯერებელი სტარტი აიღო ამ ტურნირის ორგზის ჩემპიონმა (2004, 2006) როჯერ ფედერერმა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა შვეიცარიელმა მეორე წრეში 52 წუთში კანადელ პიტერ პოლანსკის 6:2, 6:0 მოუგო.

რეიტინგსიის 129-ე ნომერ პოლანსკისთან თამაშისას ფედერერის ანგარიშზე 6 ბრეიკი და 5 ეისია. მეოთხედფინალში გასასვლელად როჯერი ხორვატი მარინ ჩილიჩისა და ტუნისელი მალეკ ჟაზირის შეხვედრის მოგებულს დაუპირისპირდება.

მესამე წრეშია ფედერერის თანამემამულე სტენ ვავრინკაც. ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელმა ჩემპიონმა ფრანგ ბენუა პერს 4:6, 6:3, 7:6 სძლია.

2 გამარჯვების გარდა, როჯერ ფედერერს ტორონტოს “მასტერზ1000”-ის ფინალშიც უთამაშია (2007), ეს შეჯიბრება კი ყველაზე მეტჯერ (6) ჩეხ ივან ლენდლს (1980, 1981, 1983, 1987, 1988, 1989) მოუგია.

0.126495