მომავალი წლის დასაწყისიდან სტარტს დევისის თასის ახალი გათამაშება აიღებს. 2014 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სერბეთი მერვედფინალურ მატჩს უმასპინძლებს, რომლებშიც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მის თანანაკრებელებს შვეიცარიელი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი სერბთა ქალაქ ნოვი სადში ჩატარდება.
შვეიცარიელთა ლიდერმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, დაიცავს თუ არა საკუთარი ქვეყნის საჩოგბურთო ღირსებას სერბთა წინააღმდეგ დანიშნულ მატჩში: “უახლოეს მომავალში ყველა შეიტყობს, ჩემ პოზიციას დევისის თასზე გამოსვლის თაობაზე. სადღეისოდ რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია”.
სადიდსლემო ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა, 32 წლის ფედერერმა შვეიცარიის ნაკრებში ბოლოს 2012 წელს მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში, ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ითამაშა და ბენილუქსელ მეტოქეებს, ტიმო დე ბაკერსა და რობინ ჰაასეს მოუგო.
შეგახსენებთ, სერბებმა წლეულს დევისის თასის ფინალამდე გააღწიეს და გადამწყვეტ მატჩში მოქმედ ჩემპიონ ჩეხებთან წააგეს. შვეიცარიელებს რაც შეეხება, მათ როჯერ ფედერერის გარეშე ასევე ჩეხებთან დათმეს, ოღონდ გაცილებით უფრო ადრეულ სტადიაზე, მერვედფინალში. ჩეხებმა სერბებსაც და შვეიცარიელებსაც ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოუგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალგაზრდობაში ხო აატალახა კორტები... ჩვენმა ბიჭებმა რო გადალახეს რომელგაც ქვედა ლიგა მაშინ ტქვა ერთ ერთმა საჩოგბურთო მოხელემ: ფედერერმა ცალი ფეხით გაგვასწო ელიტ რაუნდშიო ... სადღაა ჩვენი ნაკრები ვაჰჰჰ
მაესტრო მაგარი ხარ მაინც პირველი იქნებიიიიიიიიიიი
იცის ამ კაცმა ტენისი :დდდდდდ
ახალგაზრდობაშიც არ იკლავდა თავს გამოსვლით
ნადალი როცა საჭირო იყო ყოველთვის გამოდიოდა
მისი ფორმიდან და ასაკიდან გამომდინარე ჭირდება ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაში
რათ უნდა მაგას ფიქრი ქვეყნის სახელით გამოსვლას. და პლიუს ამას ნოვაკი ფედია მაგარი ბოი იქნება. და პლიუს ცოტა დზლიერ ჩოგბურთელთან პრაკტიკას მიიგებს, არაკლია მარა იმნაირ ასაკშია გამოადგება
ძმაა მთელი სეზონი წინ არ არიიის ცხრაჯერ შეხვდებიან ერთმანეთს რომელ პრაქტიკაზეა ლაპარაკი როჯერია წელი რო ჩააგდო იმას ხოარ ნიშნავს დოლგოპოლოვი გახდაDDD
აქ ზოგ კომენტარს რომ წაიკითხავ ფედია დოლგოპოლოვზე დაბლა დააყენა ზოგმა პრაქტიკაო ფედერერს თურმე მაღალი დონის მათჩების პრაქტიკა აკლია :დდდ
:დდდდდდდდდდდ
DDDD აბა
ეგ ნადალს უნდა კითხო როცა მოუნდება მაშინ რო გამოდის ესპანეთის სახელით...ფიქრი და წინსწარი ბუზღუნი მაგას ეხერხება...

ფედია გამოვა აბა რას იზამს,მითუმეტეს დეივის თასი მოგებული კი არა ფინალშიც არ ყოფილა გასული მაესტრო...მაგრამ ეს ისეთ ასაკშია რომც არ გამოვიდეს არაფერი დაეძრახება...
რა პრაქტიკას მიიღებს?))))
აუ შენ იმენა სულ რაფას აკრიტიკებ---აბაროტს მიღებ DDDD
შენგან ნოვაკის მიმართ კაი კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს აქ
თუ შეაქებ და იქვე უტრიალებ მერე მრავალწერტილის შემდეგ ყველაფერს 

ახალი სეზონი როდის დაიწყება,პირველი გაჩერება აუსტრალია უნდა იყოს სადაც რაფას გაწუწავენ
ვინ მიიღებს პრაკტიკას ჯოკჯოვიჩი ხოოოო???
იქ გადაგლა უნდა კიდე ამას ასაკში,ჩემი აზრით,არც წელს ითამაშებს