ჩოგბურთი

11:53 | 21.10.2013 | ნანახია 2192 - ჯერ

ფედერერი ექვსეულში დაბრუნდა

დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში როჯერ ფედერერმა მეექვსე პოზიცია დაიბრუნა, თუმცა, ეს ადგილი სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორისთვის მაინც შეუფერებელია. ასევე ერთი ადგილით წაიწია წინ კიდევ ერთმა შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ, რომელმაც მერვე პოზიციიდან ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა დააცურა.

მამაკაცთა კლასიფიკაციაში მოწინავე ოცეულს მიუახლოვდა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, რომელიც მისთვის საუკეთესო, 22-ე საფეხურამდე აღზევდა.

ქალებს რაც შეეხება, “კრემლის თასის” მოგების შედეგად 4 ადგილით წაიწია წინ რუმინელმა სიმონა ხალეპმა და სადღეისოდ 14-ეა. დაწინაურდნენ პეტრა კვიტოვა და ანგელიც კერბერიც. 

Emirates ATP Rankings

1 (1) რაფა ნადალი (ესპანეთი) 11520

2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11120

3 (3) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 6800

4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 6295

5 (5) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 5365

6 (7) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 4245

7 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4180

8 (9) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 3240

9 (8) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3235

10 (10) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 3220

11 (11) მილოშ რაონიჩი (კანადა) 2860

12 (12) ტომი ჰაასი (გერმანია) 2425

13 (13) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2200

14 (14) ჯონ იზნერი (აშშ) 2070

15 (15) ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი) 2060

16 (16) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2060

17 (17) ფაბიო ფონინი (იტალია) 1965

18 (18) კეი ნიშიკორი (იაპონია) 1885

19 (19) ტომი რობრედო (ესპანეთი) 1830

20 (20) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1775 

WTA Tour Singles Rankings

1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 12040

2 (2) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 7676

3 (3) მარია შარაპოვა (რუსეთი) 5891

4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 5890

5 (5) ნა ლი (ჩინეთი) 5120

6 (7) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 4370

7 (6) სარა ერანი (იტალია) 4190

8 (8) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 3860

9 (10) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 3715

10 (9) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 3845

11 (12) სლოან სტივენსი (აშშ) 3185

12 (13) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 3172

13 (11) რობერტა ვინჩი (იტალია) 3170

14 (18) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 3085

15 (15) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2920

16 (14) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 2765

17 (17) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2735

18 (16) მარია კირილენკო (რუსეთი) 2640

19 (19) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 2580

20 (20) კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) 2495


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.074214
2192